დასახელება: ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო ორიგინალური დასახელება: It's a Mad Mad Mad Mad World წელი: 1963 ჟანრი: სათავგადასავლო, კომედია რეჟისორი: სტენლი კრამერი როლებში: სპენსერ ტრეისი, მილტონ ბერლი, სიდ სიზარი, ბადი ჰეკეტი, ეტელ მერმანი, მიკი რუნი, დიკ შოუნი, ფილ სილვერსი
ანოტაცია: ლას-ვეგასისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილები მიქრიან. პირველში ბიზნესმენი მგზავრობს ცოლთან და სიდედრთან ერთად. მეორეში - დანტისტი მეუღლესთან. მესამეში - განგსტერი წყვილი. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და ალბათ არასდროს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ! როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დიდი სიჩქარით მფრინავი მანქანები ერთმანეთს ეჯახებიან. ყველა შეზრძუნებულია, ყველა - მოწმეა. ხოლო ერთადერთი დაზარალებული სიკვდილის წინ საიდუმლოს ამხელს: დიდ W-ს ქვეშ მას განძი აქვს დამარხული. და ყველა მოგზაური უცებ მეკობრე ხდება. ისინი ერთმანეთს ასწრებენ განძისკენ და გზაში ცდილობენ კონკურენტებს სიცოცხლე გაუმწარონ... შესანიშნავი, სასაცილო, სახალისო კომედია ბრწყინვალე იუმორით. სიხარბე და ფული მათ ყველაფერს ავიწყებს: ნათესავებს, საყვარელ ხალხს, მეგობრებს. ესაა ჰოლივუდური კინოს კლასიკა. მსახიობთა თამაში განსაცვიფრებელია. «ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო» — 1962 წლის ამერიკული სათავგადასავლო კინოკომედიაა «როუდ-მუვის» სტილში. საბჭოთა კინოგაქირავებაში ფილმი გამოვიდა 1965 წელს «Центральная Студия Киноактёра»-ს ერთხმიანი კადრსმიღმა გახმოვანებით. ტექსტს კითხულობდა არტემ კარაპეტიანი.
საინტერესო ფაქტები: ფილმმა მიიღო პრემია ”ოსკარი” (1964 г.) საუკეთესო აუდიო მონტაჟისთვის. ასევე წარადგინეს პრემია ”ოსკარის” 5 ნომინაციაზე, მათ შორის ფერადი კინოს საუკეთესო ოპერატორულ ნამუშევარზე, საუკეთესო მონტაჟზე, საუკეთესო მუსიკაზე, საუკეთესო სიმღერაზე და საუკეთესო გახმოვანებაზე. ფილმი ნომინირებული იყო პრემია ”ოქროს გლობუსზე” როგორც საუკეთესო ფილმი და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი (ჯონათან უინტერსი). ამ ფილმის თემაზე ელდარ რიაზანოვმა გადაიღო ერთგვარი რიმეიქი: «Невероятные приключения итальянцев в России».