1. თუ დროის მანქანა იარსებებს, მაშინ შეგვიძლია თუ არა ადამიანებს ვივარაუდოთ რომ ოდესმე შევხვდებით ჩვენს დაბერებულ ან ახალგაზრდა ასლებს?
პასუხი: ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგრამ თუ ასეთი მანქანის შექმნას შევძლებთ მაშინ ის რომ ჩვენ ჩვენს თავებს შევხვდებით წარსულსა და მომავალში სავსებით რეალური იქნება. მე ვფიქრობ რომ ჩვენ შევხვდებით ჩვენს დაბერებულ ან ახალგაზრდა ორეულებს, მათ ექნებათ ზუსტად ჩვენნაერი გენეტიკური ინფორმაცია, თუმცა დროის ხაზი იქნება შეცვლილი და ისინი ვისაც შევხვდებით ზუსტად ჩვენ არ ვიქნებით. ეს იქნება ჩვენი თავის ახალგაზრდა ან დაბერებული ვერსიები რომლებიც ცხოვრობენ იმ პარალელურ სამყაროებში სადაც განსხვავებული დროის ხაზია. აქედან გამომდინარე შეუძლებელია არსებობდეს რაიმე პარადოქსები დროსთან დაკავშირებით. ასე რომ თუ ჩვენ შევცვლით წარსულს ჩვენ შევცვლით ვიღაც სხვა ადამიანის წარსულს რომელიც იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრობს რომელსაც სხვა დროის ხაზი აქვს და გენეტიკურად ჩვენი იდენტურია თუმცა ის არ არის ზუსტად ის პიროვნება რომელიც ჩვენ ვართ და ეს ცვლილება ჩვენს აწმყოსა და მომავალზე არ იმოქმედებს. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ყველაფერში დარწმუნებული ვერ ვიქნებით მანამ სანამ ასეთი მანქანის აგებას არ შევძლებთ. ეს უბრალოდ ერთერთი მოსაზრებაა.
Read more...